bu

ჩვენ შესახებ

Sabukostore.com საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკოს ონლაინ მაღაზიაა. წარმოდგენილი პროდუქციის სანდოობასა და ხარისხზე ორგანიზაცია სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რადგან თითოეული პროდუქტი მისი გუნდის მიერ შექმნილი და დიდი სიფრთხილით შერჩეულია. აქ იპოვით ისეთ ნივთებსა და სერვისებსაც, რომელიც საქართველოს ბაზარზე აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო.

ჩვენ გვჯერა, რომ Sabukostore.com მომხმარებლების საქმიანობასა და ცხოვრებას გაცილებით მარტივსა და მრავალფეროვანს გახდის.

საბუკო 2014 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს BirdLife International-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში. მისი მისია ქვეყანაში ველური ბუნებისა და ჰაბიტატების დაცვა, კონსერვაცია და აღდგენაა.

Sabukostore.com საბუკოსთვის ახალი შესაძლებლობაა, მოიძიოს დამატებითი რესურსი სახეობების და ლანდშაფტების გადასარჩენად ადგილობრივთა გასაძლიერებლად და ცნობიერების ასამაღლებლად. Sabukostore.com-ს პროდუქციის შეძენით, თქვენ ავტომატურად შეგაქვთ წვლილი საქართველოს ველური ბუნების დაცვასა და შენარჩუნებაში.