დაბრუნების პოლიტიკა
პროდუქტის შეცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) პროდუქტი დაზიანებდა ტრანსპორტირების დროს და ეს აღმოჩნილი იქნა კურიერის თანდასწრებით;
ბ) პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი;
გ) პროდუქტის მახასიათებელები არ ემთხვევა/განსხვავდება ვებ-გვერდზე აღწერილი მახასიათებლებისგან;
დ) შეცდომით მიღებული იქნა სხვა პროდუქტი.
ზემოთ მოცემული შემთხვევიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, ნივთის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომპანიას არსებული ვითარების შესახებ. გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:
უკან დასაბრუნებელი ნივთი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არ უნდა იყოს გარეცხილი;
ბ) არ უნდა იყოს გამოყენებული;
გ) შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული
უკან დაბრუნებული ნივთის შემოწმება:
ა) უკან დაბრუნებული ნივთის შემოწმება ხდება www.sabukostore.com-ის საწყობში, შესაბამისი პერსონალის მიერ.
ბ) თუ ნივთი აკმაყოფილებს უკანდაბრუნების კრიტერიუმებს, კომპანია გიგზავნით ახალ, უნაკლო ნივთს ან თქვენი მოთხოვნისამებრ, გიბრუნებთ თანხას.
გ) თუ ნივთი არ აკმაყოფილებს უკან დაბრუნების კრიტერიუმებს და/ან აღმოჩნდა, რომ თქვენ განზრახ შეცდომაში შეიყვანეთ კომპანიის წარმომადგენელი და მიაწოდეთ მცდარი ინფორმაცია, ან დაზიანება გამოწვეულია თქვენი დაუდევრობით, კომპანია უფლებამოსილია არ დაიტოვოს ნივთი და უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა მიხვიდეთ საწყობში და ჩაიბაროთ თქვენ მიერ უკან დაბრუნებული ნივთი. ასევე, ვალდებული ხართ დაფაროთ ნივთის საწყობში დაბრუნების (ტრანსპორტირების) ღირებულება.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ განაცხადებთ 3 სამუშაო დღის ვადაში ნივთის ნაკლის შესახებ, ნივთი ითვლება უნაკლოდ და თქვენ კარგავთ მისი გამოცვლის ან რაიმე ზიანის ანაზღაურების უფლებას.
კომპანია არაა პასუხისმგებელი, თუ ნივთი დაზიანდა მისი გადმოცემის შემდგომ და არ არის გამოწვეული ქარხნული წუნით ან არ დაზიანებულა მიწოდებამდე.
იმ შემთხვევაში, თუ ნივთის გამოცვლა, შეკეთება ან ზიანის სხვაგვარად აღმოფხვრა შეუძლებელია და ეს ზიანი გამოწვეულია ჩვენ მიერ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულების დარღვევით, თქვენ უფლება გაქვთ აირჩიოთ იმავე ღირებულების სხვა ნივთი ან მოითხოვოთ თანხის დაბრუნება;
თქვენ უფლება გაქვთ, გააუქმოთ შეკვეთა ჩაბარებამდე ნებისმიერ დროს. შეკვეთის აღებიდან მიწოდების ადგილამდე თქვენ მიერ მოთხოვნის გაუქმების შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ დაფაროთ ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად.