როგორ შევიძინო?

Sabukostore-ზე ნივთის შეძენისთვის საჭიროა მარტივი რეგისტრაცია. დაამატეთ არჩეული პროდუქცია კალათაში, მიუთითეთ მისამართი, სადაც გნებავთ შეძენილი ნივთის მიღება და აირჩიეთ ანგარიშსწორების ფორმა.

პროდუქციის სანდოობასა და ხარისხზე საბუკო სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რადგან თითოეული პროდუქტი მისი გუნდის მიერ შექმნილი და დიდი სიფრთხილით შერჩეულია.

პროდუქციის ხარისხი და მისი ხელმისაწვდომობა კომპანიისთვის უმნიშნელოვანესი ღირებულებაა. დაზიანებულ თუ არასრულფასოვან პროდუქციაზე კომპანია იღებს პასუხისმგებლობას.

კომპანია პროდუქციის მიწოდებას უზრუნველყოფს მთელი საქართველოს მასშტაბით. მიტანის საფასური ითვლება წონის და რეგიონის მიხედვით, ხოლო გადახდა ხდება პროდუქტის თანხასთან ერთად.

პროდუქციის კორპორატიული შეძენა შესაძლებელია წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე – info@sabukostore.com

წარმოდგენილი პროდუქციის ნაწილის შეძენა, მითითებისამებრ, მხოლოდ გამოწერით არის შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ მაღაზია უზრუნველყოფს შერჩეული პროდუქტის ტრანსპორტირებას და მიწოდებას, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი განათავსებს შეკვეთას.

რა უნდა ვიცოდე?

Sabukostore.com ორგანიზაციის „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო“ ონლაინ მაღაზიაა. საბუკო 2014 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს BirdLife International-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში. მისი მისია ქვეყანაში ველური ბუნებისა და ჰაბიტატების დაცვა, კონსერვაცია და აღდგენაა.

ნივთის დაბრუნების პირობები იხილეთ ბმულზე.

განვადებით სარგებლობა შესაძლებელია, თუ გადასახდელი თანხა აღემატება 400 ლარს.