მოცემული წესები და პირობები წარმოადგენს მომხმარებელსა და www.sabukostore.com შორის მიღწეულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს ვებ-გვერდით სარგებლობის წესებს.

1. ზოგადი დებულებები


www.sabukostore.com-ის პროდუქტის შეძენისა თუ მომსახურებით სარგებლობისას, თქვენ ეთანხმებით ვებ-გვერდზე მითითებულ წესებსა და პირობებს.

www.sabukostore.com იტოვებს უფლებას, წესები და პირობები საჭიროებისამებრ შეცვალოს, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე. ცვლილებებამდე შეძენილ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე გავრცელდება ის წესები, რომელიც ძალაში იყო შეძენის მომენტში.

2. რეგისტრაცია


პროდუქტის ან მომსახურების შესაკვეთად, მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციისას, მომხმარებელმა უნდა მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისთვის სავალდებულოა, პიროვნება იყოს სრულწლოვანი. პასუხისმგებლობა რეგისტრაციის დროს შეყვანილ ინფორმაციაზე ეკისრება მომხმარებელს. www.sabukostore.com იღებს ვალდებულებას, მითითებული ინფორმაცია შეინახოს კონფიდენციალურად და გასცეს მხოლოდ პროდუქტის/მომსახურების მიწოდებაზე პასუხისმგებელ მხარეებზე.

3. შეკვეთის განთავსებისა და მიწოდების პირობები


  • შეკვეთა გაფორმებულად ითვლება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი თანხმობას განაცხადებს www.sabukostore.com – ის წესებსა და პირობებზე.
  • პროდუქტის მიწოდება ხდება ქვეყნის მასშტაბით.
  • შეკვეთის განთავსების შემდეგ, ოპერატორი უკავშირდება მომხარებელს და ათანხმებს მიწოდების დღესა და სხვა დეტალებს. იმ შემთხვევაში თუ, შეთანხმებულ დროს მომხმარებელი არ იქნება მითითებულ მისამართზე, პროდუქტი დაბრუნდება www.sabukostore.com -ს ოფისში, მისამართზე: თბილისი, ვანო სარაჯიშვილის 3ა, ხოლო პროდუქტის საფასური უბრუნდება მომხმარებელს.
  • მომხმარებლის მიერ, ადგილიდან გატანის სერვისის სარგებლობისას, პროდუქციის ადგილიდან გატანა ხდება მხოლოდ მთავარი ფილიალიდან – თბილისი, ვანო სარაჯიშვილის 3ა.
  • შეძენილი პროდუქტის მიწოდების ვადებისა და ფასების შესახებ მომხმარებელი ინფორმაციას იღებს შეკვეთის გაფორმებამდე.

4. ანგარიშსწორების პირობები


www.sabukostore.com-ზე პროდუქტის ან მომსახურების ღირებულების გადახდა ხდება საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების მიერ ემიტირებული (VISA და MASTERCARD) სისტემების საგადასახადო ბარათებით.

მიწოდების სერვისით სარგებლობა ფასიანია. მიწოდების საფასური განისაზღვრება მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართის და პროდუქტის წონის მიხედვით.

5. ფორს-მაჟორი


შეთანხმებაში მონაწილე მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი ამ შეთანხმების პირობების შესრულებაზე, ფორს-მაჟორული მდგომარეობის შექმნის შემთხვევაში, რომელიც მხარეთათვის შეუძლებელს ხდის პირობების შესრულებას. ფორს-მაჟორში იგულისხმება ომი, სტიქიური უბედურება (მიწისძვრა,წყალდიდობა, ხანძარი, მეწყერი), ეპიდემია, პანდემია.

ნაკისრი ვალდებულებები დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს ფორს-მაჟორული გარემოებების შეწყვეტისთანავე.

6. მიწოდება


პროდუქციის მიწოდება ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით. მიწოდების სერვისით სარგებლობა ფასიანია. მიწოდების საფასური განისაზღვრება მომხმარებლის მიერ მითითებული მისამართის და პროდუქტის წონის მიხედვით. მიწოდების ვადებისა და ფასების შესახებ მომხმარებელი ინფორმაციას იღებს შეკვეთის გაფორმებამდე.
პროდუქტის შეძენის შემდეგ, ოპერატორი უაკვშირდება მომხმარებელს სამუშაო საათებში (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00) და ათანხმებს მიწოდების დროს. თუ აღნიშნულ დროს მყიდველი არ იქნება მის მიერ მითითებულ მისამართზე, კომპანია ნივთს აბრუნებს www.sabukostore.com -ს ცენტრალურ ფილიალში, მისამართზე: თბილისი, ვანო სარაჯიშვილის 3ა. მყიდველი ვალდებულია, სწორედ ამ მისამართიდან გაიტანოს შეძენილი პროდუქტი.

იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ პროდუქტს აღმოაჩნდება წუნი, მომხმარებელმა არაუმეტეს 12 საათისა, უნდა აცნობოს www.sabukostore.com-ის ადმინისტრაციას, ვებ-გვერდზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის, ან მაღაზიის ოფიციალური facebook-გვერდის საშუალებით.

7. პროდუქტის დაბრუნების პირობები 


ჩამონათვალში არსებული პროდუქცია, რომელსაც აღწერაში მითითებული აქვს „წინასწარი შეკვეთა“ არ არის www.sabukostore.com-ის მარაგში. მისი შეძენისთვის, აუცილებელია შეკვეთა განთავსდეს იმავე პრინციპით, რითაც სხვა, მარაგში არსებული პროდუქტების შემთხვევაში.

www.sabukostore.com შეკვეთის გაფორმებამდე მიუთითებს პროდუქტის ადგილზე მიტანის დაახლოებით დროს, თუმცა, არ იღებს პასუხისმგებლობას მის დაგვიანებით ჩამოსვლაზე.

1. პროდუქტის შეცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

    • პროდუქტს გააჩნია ფიზიკური დაზიანება (მაგ, გატეხილია);
      პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი;
      პროდუქტის მახასიათებელები არ ემთხვევა/განსხვავდება ვებ-გვერდზე აღწერილი მახასიათებლებისგან;
      შეცდომით მიღებული იქნა სხვა პროდუქტი.

ზემოთ მოცემული შემთხვევიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია, კომპანიას არსებული ვითარების შესახებ შეატყობინოს პროდუქტის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში.

გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:

2. უკან დასაბრუნებელი პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

    • არ უნდა იყოს გარეცხილი;
    • არ უნდა იყოს გამოყენებული;

3. უკან დაბრუნებული პროდუქტის შემოწმება:

    • უკან დაბრუნებული პროდუქტის შემოწმება ხდება www.sabukostore.com-ისსაწყობში, შესაბამისი პერსონალის მიერ;
    • თუ პროდუქტი აკმაყოფილებს უკან დაბრუნების კრიტერიუმებს, www.sabukostore.com მომხმარებელს უგზავნის ახალ, უნაკლო პროდუქტს ან მისი მოთხოვნისამებრ, უბრუნებს თანხას;
    • თუ პროდუქტი არ აკმაყოფილებს უკან დაბრუნების კრიტერიუმებს და/ან აღმოჩნდა, რომ მომხმარებელმა განზრახ შეცდომაში შეიყვანა კომპანიის წარმომადგენელი, მიაწოდა მცდარი ინფორმაცია ან დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის დაუდევრობით, კომპანია უფლებამოსილია არ დაიტოვოს პროდუქტი და უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ განაცხადებს პროდუქტის ხარვეზის შესახებ მიღებიდან 12 საათის განმავლობაში, პროდუქტი ითვლება უნაკლოდ და მომხმარებელი კარგავს მისი გამოცვლის ან რაიმე ზიანის ანაზღაურების უფლებას.

8. კონფიდენციალურობა


www.sabukostore.com მიერ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, შენახვა და გამოყენება ხდება მომხმარებლის მიერ ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე.

პერსონალურ ინფორმაციაში იგულისხმება ნებისმიერი ტიპის პირადი თუ ფინანსური ინფორმაცია, რომელსაც გასცემს მომხმარებელი თავად, ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს.

პერსონალური ინფორმაციის გაცემა არ ხდება მომხმარებლის თანხმობის გარეშე. გამონაკლისი შესაძლოა გახდეს კანონით დადგენილი შემთხვევები.

პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება შემდეგი მიზნებისთვის:

  • პროდუქციის შეძენა და მიწოდება დანიშნულების ადგილას
  • საინფორმაციო სახის შეტყობინებები
  • ონლაინ განვადება